„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სენატორებისთვის საქართველოს დემოკრატიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, სენატორებისთვის საქართველოს დემოკრატიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების და სენატორების შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს სისტემური რეფორმების აუცილებლობაზე, რათა ქვეყანა განვითარდეს.

„ვისაუბრეთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს, ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმის დაწყება.

მანამდე, მნიშვნელოვანია ასევე 5 არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ უზრუნველვყოთ კანდიდატების ისეთი არჩევა, რომელიც იქნება ფართო კონსენსუსის და მხარდაჭერის საფუძველი.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილში ვისაუბრეთ, როგორ უზრუნველვყოთ ახლა ამ არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მრავალპარტიული და დაბალანსებულ იყოს, რეალურად უნდა მივიღოთ დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაცია და ეს არ იყოს ერთჯერადი ინიციატივა.

ცხადია, ვისაუბრეთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო სისტემურ რეფორმებზეც ვიმუშაოთ ქვეყანა რომ განვითარდეს.

მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს, მართლმსაჯულების, ასევე საარჩევნო რეფორმა",- აღნიშნავს ნინო დოლიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია გატარებული რეფორმები "ფასადური და კოსმეტიკური" არ იყოს.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, სენატორები მაქსიმალურად შეეცდებიან ქვეყანა წინ წავიდეს.

„ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე რეფორმები. ცხადია, მაქსიმალურად შეეცდებიან ეს რეფორმები წარმატებული იყოს და ქვეყანა წინ წავიდეს",-აღნიშმავს დოლიძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს შეხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა