სებასტიან კურცი - Nord Stream 2-ის პროექტი ავსტრიის ეკონომიკურ ინტერესებშია

ავსტრია მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას Nord Stream 2 გაზსადენის პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გაზსადენის მშენებლობა ვენის ეკონომიკურ ინტერესებშია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატები სანქციებით აღარ ემუქრება Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს. გერმანიის მსგავსად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ Nord Stream 2-ის მხარდაჭერას, რადგან ეს ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში შედის", - აღნიშნა კანცლერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ Nord Stream 2 მიზნად ისახავს ევროპული ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, ანუ ხელს უწყობს „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

შეგახსენებთ, Nord Stream 2-ის პროექტი ევროპისთვის რუსული გაზის ბალტიის ზღვის გავლით, უკრაინის გვერდის ავლით მიწოდებას ითვალისწინებს. დასავლეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა ის მოსკოვზე დამოკიდებულების გაზრდის გზით ევროკავშირის ქვეყნების შესუსტების ბერკეტად გამოიყენოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო