ნორვეგიის მთავრობამ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო აშშ-ის ელჩი დაიბარა

ნორვეგიის მთავრობამ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, დანიის სპეცსამსახური აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მისი მოკავშირეების თვალთვალში ეხმარებოდა, აშშ-ს ელჩი დაიბარა - ნორვეგიული გამოცემა NTB-ის თანახმად, ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკელებმა აშკარად თქვეს, რომ მათ შეცვალეს თავიანთი პრაქტიკა 2014 წელს, როდესაც საქმე ეხება მოკავშირეების მონიტორინგს და რომ მათ სურთ ჩვენთან და სხვებთან თანამშრომლობა, რათა გაირკვეს რა მოხდა. დღეს ჩვენ დავიბარეთ ოსლოში აშშ-ის ელჩი, რათა ეს საკითხი გავარკვიოთ. ჩვენ მას გავუმეორეთ, რომ ახლო მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ ჯაშუშობას მივიჩნევთ მიუღებლად და არასაჭიროდ“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.

მედიის ინფორმაციით, დანიის მთავრობამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ, სავარაუდოდ, 2015 წელს შეიტყო და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.

მათ მიერ შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, გერმანიის წამყვან პოლიტიკოსთა, დანიის საგარეო და ფინანსთა სამინისტროების და ასევე აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ჯაშუშობის ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა