ბელარუსი ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, შეერთებულ შტატებს მოუწევს, დედაქალაქ მინსკში განთავსებულ საელჩოში დიპლომატიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა შეამციროს.

ბელარუსი ასევე აცხადებს, რომ ამკაცრებს სავიზო პროცედურებს აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მუშაობენ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კი ბელარუსში მუშაობის ნებართვა გაუუქმა.

ბელარუსის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები აშშ-ის მიერ ბოლო დროს დაწესებული სანქციების საპასუხოდ გადადგეს.

ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დასმისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო