ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა - გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების 75% „ინდურ ვარიანტზე“ მოდის

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, გაერთანებულ სამეფოში ამჟამად კორონავირუსის დელტა ვარიანტი, ე.წ. ინდური ვარიანტი, დომინირებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, აღნიშნულ ვარიანტზე კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების 75%-ი მოდის.

ამასთან, ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ დელტა ვარიანტი, დიდი ალბათობით, უფრო სერიოზულ დაავადებას იწვევს, ვიდრე ალფა ვარიანტი, რომელიც პირველად კენტში აღმოაჩინეს და „ბრიტანული ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ პორტუგალია ე.წ. „მწვანე სიიდან“ ამოიღო და “ყვითელ სიაში“ გადაიყვანა. „წითელ სიას“ კი კიდევ 7 ქვეყანა დაუმატა. აღსანიშნავია, რომ “ყვითელ სიაში“ შემავალი ქვეყნებიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასული მგზავრები ვალდებულები არიან, კოვიდტესტი გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში ჩასვლის მეორე და მერვე დღეს ჩაიტარონ და სახლში ან სასტუმროში 10 დღიანი კარანტინი გაიარონ. „წითელ სიაში“ შემავალი ქვეყნებიდან ჩასულმა მგზავრებმა ტესტის გავლის იგივე წესი უნდა დაიცვან, კარანტინი კი სპეციალურად განკუთვნილ სასტუმროებში უნდა გაიარონ, სადაც, თითოეულ ზრდასრულ ადამიანს 1 750 ფუნტი სტერლინგის გადახდა უწევს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად