გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე შუქრუთის მოსახლეობას შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე შუქრუთის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელიც თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, აქციის მონაწილეები დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადადიან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ლეტალური გახდეს, ამიტომ ამ პროცესის გადავადება სთხოვა.

“უმძიმესი ვითარებაა, 25 დღეა შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი ადამიანებს. დღეს გამოაცხადეს, რომ მშრალ შიმშილობაზე გადადიან, მე ვთხოვე იქნებ რამდენიმე დღე გადაეწიათ მშრალ შიმშილობამდე გადასვლა, რადგან ნაშიმშილებ ორგანიზმზე არ ვიცით როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათი მოთხოვნაა, რომ ცალმხრივი შეთანხმება შედგეს „ჯორჯიან მანგანეზს“, მოსახლეობასა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის. როგორც კანონშია გაწერილი ზარალის ანაზღაურების წესი, ასე მოხდეს მათი ზარალის ანაზღაურებაც.

მე შევეცდები მქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტი და საპარლამენტო შუამდგომლობითაც მივმართო. პარლამენტის დონეზე რადგანაც ფრაქცია შევქმენით, შეგვიძლია დავიბაროთ შესაბამისი მინისტრები, მოვიყვანოთ უწყების ხელმძღვანელები, ამას ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ 10 დღე მაინც დასჭირდება, რომ ვინმე მოვიდეს პარლამენტში და მქონდა თხოვნა, რომ მშრალი შიმშილობა გადაეწიათ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მომართავს. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, ხოლო "ჯორჯიან მანგანეზი" კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა