პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ბრიგადას სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ

თავდაცვის სფეროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ქვეით ბრიგადას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ სტუდენტებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

„მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის ინფრასტრუქტურა, კლასები, სპორტული დარბაზები, ყაზარმები დაათვალიერეს და ქვედანაყოფის ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.

ვიზიტის დასარულს, პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთერთობებისა და თავდაცვის ძალების ამოცანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მსგავსი ტიპის ვიზიტები და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. ქვედანაყოფებს სტუდენტები, მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას ეცნობიან“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა