ეროვნულ მუზეუმში თურქეთის კულტურული  მემკვიდრეობის გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თურქული მატერიალური და არამატერიალური კუტლტურული ძეგლების ამსახველი 63-მდე ნამუშევარი (მათ შორის 10 ფოტო ეძღვნება ქ. სტამბოლში მდებარე თოფქაფის სასახლეს), რომელიც მომზადებულია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ.

ვიზიტორები შეძლებენ მიიღონ მოკლე ინფორმაცია და გაეცნონ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან: იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი, საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ფათმა ჯერენ იაზღანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფლებამოსილი პირები.

ექსპოზიცია „თურქული კულტურის ნაკვალევი“, გაიმართება თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით.

გამოფენის მიზანია ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.

გამოფენა 8 ივნის 14.00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება და 16 ივნისამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა