დავით სერგეენკოს განცხადებით, მას „შინაგანი რწმენა" აქვს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ყველა მხარის პოზიციები შეჯერდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას „შინაგანი რწმენა" აქვს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ყველა მხარის პოზიციები შეჯერდება.

რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და მხარს არ დაუჭერენ, როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არგუმენტების გაცვლის საშუალებას იძლევა საკომიტეტო სხდომები და არა გარედან „შემოთვლა და მოძახილი".

„შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმებაა და არა კანონპროექტის ჩარჩო. კანონპროექტი იქმნება აქ, პარლამენტში, კერძოდ, კომიტეტში. მეც მაქვს შინაგანი რწმენა, რომ პოზიციები დაახლოვდება.

საკომიტეტო მოსმენა და არა გარედან შემოთვლა, მოძახილი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ღიად, საჯაროდ მოხდეს არგუმენტების გაცვლა, ერთიან პოზიციაზე შეჯერება, მჯერა ასე იქნება", - აღნიშნავს სერგეენკო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა