აიათოლა ალი ხამენეი - ბირთვული შეთანხმების აღდგენისთვის ირანს სჭირდება მოქმედებები და არა დაპირებები

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ირანს 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების აღდგენისთვის მოლაპარაკებებში ჩართული ექვსი სახელმწიფოსგან სჭირდება მოქმედება და არა დაპირებები.

ირანი და ექვსი სახელმწიფო ვენაში მოლაპარაკებებს აპრილიდან აწარმოებდნენ, რათა შეემუშავებინათ ნაბიჯები, რომელიც თეირანმა და ვაშინგტონმა უნდა გადადგან, რათა სანქციები და ბირთვული საქმიანობა შეთანხმების პირობებს სრულად აკმაყოფილებდეს. მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები განუახლა, თეირანი გამდიდრებული ურანის მარაგს ზრდის და წარმოების დასაჩქარებლად თანამედროვე ცენტრიფუგებს ამონტაჟებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მზად არის გააუქმოს ყველა სანქცია, თუკი ირანი შეთანხმების პირობების შეასრულებს. ირანის ხელისუფლების განაცხადებით, შეთანხმებას არ დაიცავს, თუ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ განახლებული სანქციები არ გაუქმდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა