6-8 ივლისს, თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

6-8 ივლისს, თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მათი ინფორმაციით, რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.

„მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება. კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვლამდე უნდა წარმოადგინონ ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორი დოზა), ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის (PCR ან სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი.

თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის ოფიციალური სპონსორია ვიზა; ფესტივალის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო; ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია; მედია-მხარდამჭერები: „იმედი“, „მარკეტერი“, რადიო „ფორტუნა“, „ალმა“. ფესტივალის მონაწილეების მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი კონცეპტის“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, - აღნიშნული „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა