დიმიტრი ხუნდაძე - ბავშვებზე პოლიტიკური სარგებლის მაძიებელთა "ზრუნვა" მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს

ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა „ზრუნვა“ მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს. მათზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით „არ ითამაშებს".

„ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა, ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს.

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ "ითამაშებს",- განაცხადა ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა