ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომლის თანახმად, ”ექსტრემისტული ორგანიზაციების“ წევრებს თანამდებობის დაკავების მიზნით არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. კერძოდ, კანონი ექსტრემისტულად გამოცხადებული დაჯგუფებების წევრებს ან მათ ხელმძღვანელებს სახელმწიფო დუმაში მანდატის მოპოვების, ან სხვა მიზნით არჩევნებში მონაწილეობას სამიდან ხუთ წლამდე პერიოდით უკრძალავს.

Reuters-ი წერს, რომ რამდენიმე დღეში რუსეთის სასამართლომ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდისა და რეგიონალური საარჩევნო კამპანიის ჯგუფების ექსტრემისტული ნიშნით უკანონოდ გამოცხადების საკითხი უნდა განიხილოს. ნავალნის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ კანონის მიზანი წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის ხელის შეშლაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა