აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი - მოვუწოდებთ სომხეთს, გადმოგვცეს დანაღმული ველების რუკები

ღრმად დამამწუხრა ქალბაჯარის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 3 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 2 ჟურნალისტის, დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მინისტრი სომხურ მხარეს მოუწოდებს, აზერბაიჯანს დანაღმული ველების რუკები გადასცეს.

„მოვუწოდებთ სომხეთს, გადმოგვცეს დანაღმული ველების რუკები. ისინი ამ თხოვნის შესრულებაზე ყოველ დღე უარს ამბობენ, რითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში“, - წერს მინისტრი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია - ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო