ირაკლი ნადარეიშვილი - მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე

„საქართველოს მთავრობა ავითარებს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რომლის განუყოფელი ნაწილია ინოვაციური ეკოსისტემა და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს წარმატებული კომერციალიზაციის ნაწილში, რაც არის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ყველა გამოგონების საბოლოო მიზანი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის პროექტის" (EUGIPP) კომპონენტის „IP in Education" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლის ასაკიდან ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში იმ ეკოსისტემის ფარგლებში, რომელსაც ქმნის მთავრობა კერძო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქპატენტთან" ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით - ყველა პროექტი გადის პატენტუნარიანობის შემოწმებას, რაც, საბოლოო ჯამში, გარდაისახება გამოგონებების, ინოვაციების, მათი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში და წარმატებულ კომერციალიზაციაში. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" წარმოადგენს „საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) პროექტის საპილოტე კომპონენტს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანია მოსწავლეებში კრეატიულობის, ინოვაციურობისა და შემოქმედებითობის გაღვივება, საჯარო სკოლების მასწავლებლების გადამზადება, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პროექტს „საქპატენტი" და ინტელექტუალური საკუთრების ევროკავშირის უწყება (EUIPO) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით