„ტოიოტას" წარმომადგენლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ნარჩენების მართვის კუთხით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე Toyota Caucasus LLC-ის დირექტორს, კოჯი მაცუნოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების, განსაკუთრებით კი საავტომობილო ნარჩენების და მეორადი ავტომობილების გადამუშავების პერსპექტივები საქართველოში, მიმოიხილეს ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა, სადაც ავტომობილების ნარჩენების გადამუშავებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე რაც იაპონიას აქვს ზოგადად ნარჩენების მართვის კუთხით როგორც საავტომობილო, ასევე ზოგადად შეფუთვის ნარჩენების თვალსაზრისით.

შევთანხმდით, რომ საქართველოში „ტოიოტას" წარმომადგენლობა ჩვენს კომიტეტთან არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და იაპონიის მაგალითიდან გამომდინარე მაქსიმალურად გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რაც ტოიოტას სხვა ქვეყნებში საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს", - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა