ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ გვაქვს აშშ-სთან უთანხმოება, მათ სურთ შეაკავონ ჩვენი განვითარება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დიდწილად ამერიკის შიდა პოლიტიკის „ტყვედ იქცა“.

მან აშშ-სთან ურთიერთობებზე პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

„მე მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში შიდა პოლიტიკური პროცესების გავლენით ხდება. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გარკვეულწილად გახდა შიდა პოლიტიკური პროცესების მძევალი თვითონ შეერთებულ შტატებში. იმედი მაქვს, რომ ეს როდესმე დამთავრდება“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ აქვს უთანხმოება შეერთებულ შტატებთან, მხოლოდ არსებობს ვაშინგტონის სურვილი შეაჩეროს რუსეთის განვითარება.

„ჩვენ არ გვაქვს აშშ-სთან უთანხმოება. მათ აქვთ მხოლოდ ერთი უთანხმოება - მათ სურთ შეაკავონ ჩვენი განვითარება და ამაზე საჯაროდ საუბრობენ. ყველაფერი დანარჩენი ამ პოზიციიდან მომდინარეობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება იპოვოს ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების გზები. მას ასევე, სურს განიხილოს სტრატეგიული სტაბილურობის და ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირების საკითხები.

„იმედია, ჩვენ ვისაუბრებთ განიარაღების პროცესზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, პანდემიასთან ბრძოლაზე და ეკონომიკური ხასიათის თემებზე. ეს არის სავარაუდო დღის წესრიგი“, - განმარტა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა