ვლადიმერ პუტინი - ნატო საფრთხეშია, თუკი მისი ხელმძღვანელობა Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს, რომ რუსული სპეცსამსახურები Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში დასმის ინციდენტში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა კომენტარი.

მან დასძინა, რომ არ სურდა ამ საკითხში ჩარევა და მასში ჩაღრმავებაც კი.

„მე ვნახე ნატო-ს ხელმძღვანელობის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ რუსეთი ამაში მონაწილეობდა. შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ ნატო-საფრთხეშია, თუკი მისი ხელმძღვანელობა ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ ხალხს უბრალოდ არ ესმის თუ როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი პროცესი“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ასეთ სიტუაციებში არ შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო თანამშრომლობა. პუტინმა აღნიშნა, რომ არ სურს შეაფასოს თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეს არ ვიცი. ისიც არ მინდა, ამ საკითხს ჩავუღრმავდე. ეს ჩვენ არ გვეხება და არ მსურს შვაფასო ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. როგორც თავად ბელარუსის პრეზიდენტმა ამიხსნა, მათ მსგავსი ტიპის ოპერაცია არ დაუგეგმავთ. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მას შემდეგ რაც ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და მისი ფოტოები ინტერნეტში გამოჩნდა. ვინ არის რომან პროტასევიჩი, მე არ ვიცი და არც მსურს ვიცოდე. დაე, გააკეთოს ის, რაც სურს - ებრძოლოს ლუკაშენკოს რეჟიმს“, - განმარტა მან.

ცნობისთვის, 23 მაისის, როდესაც Ryanair- ის თვითმფრინავი, ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა