ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე შესვლას 9 ივნისიდან შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე შესვლას 9 ივნისიდან შეძლებენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები გამოსცა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულად აიცრნენ, საფრანგეთში ვიზიტისას კვლავ მოუწევთ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა კარანტინს აღარ გაივლიან.

ასევე აღარ იქნება შეზღუდვები არააუცილებელ მოგზაურობაზე.

საფრანგეთის მიერ შემუშავებულ ვიზიტორთა სისტემაში აშშ და დიდი ბრიტანეთი „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში შედიან. მათ კი ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, მოუწევთ დაასაბუთონ, რომ საფრანგეთში მათი შესვლა აუცილებელია, ასევე წარადგინონ ტესტის უარყოფითი პასუხი და 7-დღიანი კარანტინიც გაიარონ.

რაც შეეხება „მწვანე“ კატეგორიაში შემავალ ქვეყნებს, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, ლიბანი და სინგაპური. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, არ მოუწევთ მოგზაურობის აუცილებლობის დასაბუთება, თუმცა არავაქცინირებულ პირებს მოუწევთ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის შედეგის წარდგენა.

რაც შეეხება „წითელ“ კატეგორიაში შემავალ ქვეყნებს, რომელთა შორისაა სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ინდოეთი და თურქეთი, მათ მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლისას, იმის მიუხედავად ჩაიტარეს თუ არა ვაქცინაცია, მოეთხოვებათ მოგზაურობის მიზეზის დასაბუთება, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და 7-10 დღიანი კარანტინის გავლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა