ვახტანგ მეგრელიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე - ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობის პრობლემა - ბავშვის ბუნებრივი გარემო მოსიყვარულე ოჯახია და არა ყაზარმა

ბავშვის ბუნებრივი გარემო არის მოსიყვარულე ოჯახი და არა ყაზარმა, ასეთი ციხეები საქართველოში ჩვენ დავხურეთ, რამდენიმე ცალი დარჩა, ესენიც დასახურია, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აღნიშნულით ის ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მხოლოდ მსგავსი სკანდალების შემდეგ არის შესაძლებელი, ადამიანებმა რაღაც გაიგონ.

„მოსაზრება ჩამოყალიბდა, რომ სასწრაფოდ, საჭიროა, ეს ბავშვები მშობლებთან და ოჯახებში დაბრუნდნენ. ზოგადად, ეს საჭიროა, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ციხის დახურვის დროს და ასეთი ციხეები საქართველოში ჩვენ დავხურეთ, რამდენიმე ცალი დარჩა, ესენიც დასახურია. ამ უზარმაზარი დაწესებულებების ნაცვლად, ბავშვის ბუნებრივი გარემო არის მოსიყვარულე ოჯახი და არა ყაზარმა. ეს ყაზარმული სისტემა თითქმის დავშალეთ, დაგვრჩა ბოლო ანკლავები და ეს ბოლო ანკლავებიც უნდა დაიშალოს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას, აქ საერთოდ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობის პრობლემა, ის პრობლემა, რომლითაც იხსნება ის გაუმჭვირვალობა, რომელიც არის სახელმწიფო დაფინანსება ეკლესიის მიმართ. ასეთი სკანდალი სჭირდება იმას, რომ იქ უბრალოდ მზის შუქმა შეიხედოს და ადამიანებმა რაღაც გაიგონ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა