Facebook-ის განცხადებით, დონალდ ტრამპის გვერდი მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე იქნება დაბლოკილი

კომპანია Facebook-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვა მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტრამპის ქმედებებით დაირღვა მათი რეგულაციები, რის გამოც ახალი პროტოკოლის შესაბამისი უმაღლესი სასჯელი დაიმსახურა.

„ჩვენ მის გვერდს ვბლოკავთ 2 წლით, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წლის 7 იანვრიდან. 2023 წლის შემდეგ ტრამპს Facebook-ით სარგებლობა შეეძლება, თუკი საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი მოიხსნება. Facebook გაახანგრძლივებს აკრძალვას, თუკი რისკი კვლავ სერიოზული იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

Facebook– მა განაცხადა, რომ მათ მიიღეს სამეთვალყურეო საბჭოს შეფასება იმის შესახებ, რომ მათი მოდერირების პოლიტიკა ზედმეტად პირობითია. მაისში Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს იმის შესახებ, თუ რა სახის კონტენტის გამოქვეყნება ან წაშლა შეუძლია Facebook-სა და Instagram-ს საკუთარი პლატფორმებიდან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო მხარს უჭერდა სოციალურ ქსელში ტრამპის დაბლოკვას, თუმცა მისი გადაწყვეტილებით, Facebook-ის მხრიდან არამართებული იყო „ბუნდოვანი და სტანდარტების შეუსაბამო სასჯელის დაკისრება დონალდ ტრამპის გვერდის განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვასთან დაკავშირებით“. Facebook-მა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში განუსაზღვრელი ვადით 7 იანვარს დაბლოკა, რადგან ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეთა შესაძლო წაქეზებაში დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა