კარლ ჰარცელი ბავშვთა პანსიონზე - მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს - ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება არ იყოს შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი.

„სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია და ეს არის ის, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უნდა ელოდოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობის საკითხი ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნეა. ევროკავშირი მთავრობასთან, იუნისეფთან და სხვებთან ამ მიზნის მისაღწევად 2005 წლიდან მუშაობს. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, დროა თუ არა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით. მინდა შევახსენო ყველას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსი მთავრობას ავალდებულებს, რომ წარადგინოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რასაც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ბოლოს, აბსოლუტურად

ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს,“- განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე - ძალიან სამწუხარო ამბავია და მნიშვნელოვანია, მას რეაგირება მოჰყვეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა