ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას - ხავერდოვანი მანდატის ფოლადის მანდატით ჩანაცვლებაზე ნებართვა თქვენგან უნდა მივიღოთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ მოახლოებულ არჩევნებში მისი პარტია ხალხისგან „ხავერდოვანი მანდატი ფოლადის მანდატით“ ჩანაცვლების ნებართვას მიიღებს.

”ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს ვეუბნებოდი: ახლა ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია, ვიდრე 2018 წელს, რადგან 2018 წელს სიტუაცია სხვაგვარი იყო. ფაქტობრივად მთელი სომხეთი მხარს უჭერდა ჩვენს პოზიციას, მაგრამ დღეს ჩვენთვის თითოეული ჩვენს გვერდით მდგარი ადამიანის პოზიცია ათჯერ უფრო მნიშვნელოვანია ”, - აღნიშნა ფაშინიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ამიერიდან მათ არცერთ საკითხთან დაკავშირებით შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

„მიყვარხართ, პატივს გცემთ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს. მე ისეთივე მოვალეობა მაკისრია თითოეული თქვენგანის წინაშე, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრის წინაშე. ისეთივე მოვალეობა მაკისრია თითოეული დაცემული ჯარისკაცის წინაშე, როგორც საკუთარი შვილის წინაშე”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მოქმედი პრემიერის თქმით, მისი გუნდისთვის ხალხისგან მანდატის, ძალისა და ენერგიის მიღება მნიშვნელოვანია.

„ხავერდოვანი მანდატის ფოლადის მანდატით ჩანაცვლებასა და ამ ფოლადის მანდატით ჩვენი ქვეყნის ხერხემლის გასწორებაზე ნებართვა თქვენგან უნდა მივიღოთ,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2021 წლის 20 ივნისს ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა