Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 37 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 723 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 300 მილიონამდე დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 263 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 227 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 20%-მდე, აშშ-ში კი - 41.4%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს