მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ ერაყში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას „როიტერი“ და „ფრანს პრესი“ ავრცელებენ. ბანაკში თურქეთიდან ლტოლვილი ათასობით ქურთი ცხოვრობდა.

მედიის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.

როგორც „როიტერი“ წერს, ხუთშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაი ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარე მახმურის ბანაკი, სადაც თურქეთიდან ლტოლვილი ათასობით ქურთი 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს, „ბოევიკების ინკუბატორია“ და ეს უნდა მოგვარდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა