საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმური საველე სწავლება საბრძოლო სროლით დაასრულა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა პოზიციების რაიონში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება, საბრძოლო წყობაში გაშლა და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

„საარტილერიო სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ბატარეის დონის სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფების, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, ბატალიონის შემადგენლობაში წვრთნასა და შეფასებას მოიცავდა. წვრთნების მიზანს მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენდა. დასკვნით საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობისა და მე-6 საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა