ბურკინა-ფასოში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბურკინა-ფასოში, სოფელ სოლჰანში შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 130 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირების მიერ მოკლულთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. ბურკინა-ფასოს ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და და ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

BBC წერს, რომ ბოლო წლებში ბურკინა-ფასოში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების თავდასხმები გახშირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო