ნიგერიაში „ტვიტერი“ დაბლოკეს

ნიგერიაში სოციალური ქსელი „ტვიტერი“ დაბლოკეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრმა ლაი მოჰამედმა გაავრცელა.

მისი თქმით, ნიგერიაში „ტვიტერს“ ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ იყენებენ, ამიტომ სოციალური ქსელის დაბლოკვა აუცილებელი გახდა.

რამდენიმე დღის წინ ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ „ტვიტერში“ ნიგერიის სამოქალაქო ომის შესახებ, რომელიც 40 წლის წინ მოხდა, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სეპარატიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ მოიხსენია.

„ტვიტერის“ ადმინისტრაციამ პოსტი შეუსაბამოდ მიიჩნია და პრეზიდენტის პოსტი წაშალა. აღსანიშნავია, რომ პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც შეეცდებიან „ტვიტერით“ ისარგებლონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა