მიხეილ დაუშვილი - მმართველი პარტიის ბრალდებები ჩვენი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე ვერ აისახება  - დაიწყონ გამოძიება

ბრალდებები ჩვენი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ვერ აისახება, რადგან ტყუილია - თუ ტყუილი და ჭორაობა არ არის, მაშინ დაიწყონ გამოძიება,- ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გახარიას პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და დანარჩენი წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

დაუშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია და ის უბრალოდ ჭორაობაა.

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებები, რომელიც არაფერს ეფუძნება, არც არგუმენტს და არც მტკიცებულებას და ამას მოჰყვა კიდევ მმართველი პარტიის სხვა პირების განცხადებები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, რომელსაც არავითარი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია, საბოლოო ჯამში, ხდება ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა ისევ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუკი ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, რადგან სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა, ჩვენი ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ასეთი უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები, უბრალოდ, აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება. ველოდებით რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან“, - განაცხადა დაუშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობის დაცვით მოხდება პარტიის ფინანსების გასაჯაროება და ამ მიმართულებით არსებულ კითხვებსაც პასუხი გაეცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა