იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ნატო 2030“-ის ახალ დღის წესრიგს მიიღებს

ერთი კვირის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ნატო 2030“-ის ახალ დღის წესრიგს მიიღებს, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ ალიანსი მეტად პერსპექტიული გახდეს.

დღის წესრიგი უნდა გვთავაზობდეს პასუხს „ძალთა ბალანსის ცვლილებასა და მსოფლიოში უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „Welt am Sonntag“-თან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ალიანსი აპირებს კვლავინდებურად მიემხროს ორ პრინციპს: შეკავებისა და დიალოგის. მანვე განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს არასდროს მიუღია მეტი ზომები თავდაცვისთვის, ვიდრე დღეს.

„მეორე მხრივ, ჩვენ მძიმე პერიოდში მეტად განვაგრძოთ დიალოგი შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ და სხვა სამხედრო და პოლიტიკურ პრობლემებზე ჩვენ მეზობელ რუსეთთან. თუკი ჩვენ არ დაველაპარაკებით ერთმანეთს, ვერ აღმოვფხვრით უთანხმოებას და ვერ გავაუმჯობესებთ ურთიერთობას“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ალიანსისთვის საფრთხეებად გენერალურმა მდივანმა დაასახელა ჩინეთის სამხედრო სიძლიერის გამყარება, საერთაშორისო ტერორიზმის ახალი ფორმები, კიბერთავდასხმების რაოდენობათა ზრდა და იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაზრდა, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა