რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფასების ზრდის შემთხვევაში ქვეყანამ შესაძლოა, სურსათის ექსპორტზე შეზღუდვები გააფართოოს

რუსეთმა, ფასების ზრდის შემთხვევაში, სურსათის ექსპორტზე შესაძლოა, შეზღუდვები გააფართოოს, – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

მინისტრი ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას „ფასების ამორტიზატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ზომების მიზანია, დაიცვას მომხმარებლები შიდა ბაზარზე ფასების ზრდისგან და ასევე წაახალისოს ადგილობრივი მწარმოებლები, წარმოებაში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ.

მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, რუსეთი, როგორც მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი, განიხილავს, თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი სურსათის ექსპორტს და ამავდროულად დაიცვას შიდა მომხმარებლები ფასების ზრდისგან.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობამ 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე წიწიბურის ექსპორტი აკრძალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა