პაკისტანის სამხრეთ ნაწილში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ინციდენტი სინდის პროვინციაში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა და ამოაბრუნა, რის შედეგადაც 8 ვაგონი მთლიანად განადგურებულია.
სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.