მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შესყიდვა ნატო-ს უსაფრთხოებას რისკს არ უქმნის

თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვა ნატო-ს უსაფრთხოებას არანაირ რისკს არ უქმნის, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა მზადაა, რომ აღნიშული საკითხი რეალისტური პრინციპით და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით განიხილოს.

რაც შეეხება ინფორმაციას შარშან, ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის მიერ მიწოდებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანკარას არც ერთი მოკავშირე ქვეყნის გემის წინააღმდეგ მტრული ქმედება არ ჩაუდენია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს