ბუკინგემის სასახლე პრინც ჰარის და მეგან მარკლის გოგონაზე - დედოფალი აღფრთოვანებულია ამ ამბით

დედოფალს, უელსის პრინცსა და კორნუოლის ჰერცოგინიას, ასევე კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას აცნობეს და აღფრთოვანებული არიან ამ ახალი ამბით, - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც პრინც ჰარის და მეგან მარკლის ახლადდაბადებული გოგონას შესახებაა საუბარი.

ამასთან, პრინც ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა და კორნუალის ჰერცოგინიამ წყვილს გოგონას შეძენა „ტვიტერში“ მიულოცეს.

“ვულოცავთ ჰარის, მეგანს და არჩის ლილიბეტ დაიანას შეძენას. ყველას ვუსურვებთ საუკეთესოს ამ განსაკუთრებულ დროს,” - აღნიშნულია მილოცვაში.

მისალოცი პოსტი გამოაქვეყნეს პრინცმა უილიამმა და კემბრიჯის ჰერცოგინიამაც.

„ყველა აღფრთოვანებული ვართ პატარა ლილის დაბადების ბედნიერი ამბით,“- აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრინცს, ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს ქალიშვილი - ლილიბეთ „ლილი“ დაიანა მოუნთბათენ უინდზორი შეეძინათ. გოგონა პარასკევს, 11:40 საათზე, კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოში დაიბადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს