ნათია კაპანაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლის ნათია კაპანაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერსა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორმხრივი ინტერესია, რომ საქართველოში მედია გარემო გაუმჯობესდეს.

ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგები მედიაზე დადებითად აისახება.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინეს მედიის პრობლემები, რაზეც კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ არაერთხელ მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას, რომ გადაჭრას, მათ შორის არის ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, ცხადია, ასევე არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა და ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არის მარეგულირებელი კომისია, რომელიც მნიშვნელოვანი აქტორია მედიის თავისუფლების საკითხებში. იმედი გვაქვს, ის მოსაზრებები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ, უკვე დადებითად აისახება მედიის მდგომარეობაზე. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, გადადგას სწრაფი ნაბიჯები, მათ შორის შეწყვიტოს ბოიკოტირების რეჟიმი მედიასთან“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა