კახა კუჭავა მწუხარებას გამოთქვამს რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ოჯახსა და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ოჯახსა და ახლობლებს.

„რეზო გაბრიაძის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედის მიერ შექმნილი უნიკალური სამყარო ერთნაირად საინტერესო, ახლობელი და მშობლიურია თითოეული ჩვენგანისთვის.

პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ბატონი რეზოს ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ საქართველოს", - ნათქვამია კუჭავას განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა