საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე ცესკოში შეხვედრა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა ანა კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი- ამომრჩევლის სახით იდენტიფიცირება, ამომრჩევლისთვის ბარკოდიანი ბიულეტენების გადაცემა და არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესის კამერით გადაღება განიხილება.

“დღევანდელი შეხვედრა არის, როგორც პარტიებს შორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ დღეს მათ გავაცნობთ იმ სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გვქონდა განხილული. აქ განიხილება ამომრჩევლის სახით იდენტიფიცირება, ამომრჩევლისთვის ბარკოდიანი ბიულეტენების გადაცემა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს კარუსელის შესაძლებლობას და ბოლოს - დათვლის პროცესში არის სიახლეები: დათვლის პროცესი იქნება კამერით გადაღებული და დასკანერდება ყველა ბიულეტენი და გასაჯაროვდება - ეს სამი ძირითადი კომპონენტი არის სამუშაო ვერსია, ეს ყველაფერი შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ინიციატივის სახით, რომელსაც მიიღებს პარლამენტი ანუ ამ რეკომენდაციებს, რომლებიც შევიმუშავეთ პარლამენტში შესულმა პარტიებმა და ცესკო-მ, გადავცემთ კანონპროექტის ძირითად ცვლილებებს პარლამენტს, რომელიც საბოლოოდ მიიღებს მეორე მოსმენით. იმედია, მოასწრებს ამის მიღებას", - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა