რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი დააკავა და რუსეთიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურების ინტერესებში შემავალი სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობა აღკვეთა, რომელსაც უკრაინის მოქალაქე ალექსეი პეტროვიჩ სემენიაკა ახორციელებდა,“- აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გაირკვა, რომ დაკავებულის საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა უკრაინის კონტრდაზვერვა, თუმცა სემენიაკამ ვერ შეძლო რუსეთის საგარეო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გარკვეული პირები კიევიდან დისტანციურად შეეცადნენ, რომ სემენიაკას მობილურ ტელეფონში მონაცემები გაენადგურებინათ, თუმცა ვერ მოახერხეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"