საქართველოს ამჟამად 16 მეკავშირე ოფიცერი ჰყავს, რომელიც 24 ქვეყანას ფარავს, ასევე პოლიციის ატაშეები არიან ევროპოლსა და ნატო-ში

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 16 მეკავშირე ოფიცერი, რომელიც ფარავს 24 ქვეყანას. ასევე, პოლიციის ატაშეები წარმოდგენილნი არიან ევროპოლსა და ნატო-ში. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებების ფარგლებში 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე განხილულ იქნა განაცხადი 2 358 პირზე. აქედან, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2340 პირზე, ხოლო უარყოფითი – 18-ზე.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის, მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დამტკიცებული წესის მიზანია ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა. წესი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცედურას, ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა