ვლადიმერ ზელენსკი Nord Stream 2-ის მიმართ ბაიდენის დამოკიდებულებაზე - მჯერა, რომ ბაიდენი არის ჯორდანი პოლიტიკაში, რომელიც ბოლო წუთს ცვლიდა ტაქტიკას და გამარჯვებას ეუფლებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კომპანია Nord Stream 2 AG- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის თამაშის სტილს ადარებს.

„ეს მე მაგონებს, მაიკლ ჯორდანის თამაშს, რომელიც ჩემი ფავორიტია. მაიკლ ჯორდანი ხშირად ატყუებდა მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ ვითომ სისუსტის, ან ავადმყოფობის დემონსტრირებით. მას სხვადასხვა საიდუმლო ხრიკი ჰქონდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მოდუნებულიყო და გამარჯვებასთან სიახლოვის ცრუ გრძნობა დაუფლებოდა. შემდეგ კი ჯორდანი მკვეთრად ცვლიდა ტაქტიკას და გამარჯვებას უკანსაკნელ წუთს ეუფლებოდა. ეს მისი ტაქტიკის ნაწილი იყო. ამიტომ, მე მაინც მჯერა, რომ ბაიდენი არის ჯორდანი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ მას საბოლოო სამქულიანი ჯერ ბადეში არ ჩაუგდია და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი მისი ტაქტიკის ნაწილია,“- აღნიშნა ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება გრძნობა, რომ ასეთ პირობებში რუსეთს დიდი შანსი ექნება, შეერთებულ შტატებს აჯობოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს