მარია ზახაროვა - ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ

რუსეთი მზად არის განიხილოს დეესკალაციისა და ინციდენტების პრევენციის საკითხები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ დიალოგს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

”რუსეთი არ ერიდება ნატო-სთან დიალოგს და მზადაა, რეალური დისკუსიისთვის დეესკალაციის და ინციდენტების პრევენციის საკითხებზე, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ საკითხებზე საუბარს აზრი არ ექნება. ბატონმა სტოლტენბერგმა ეს კარგად იცის ", - აღნიშნა ზახაროვამ, რითაც გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ მოსკოვმა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ნატო-ს შეთავაზებას არ უპასუხა.

ამასთან, სტოლტენბერგის კომენტარზე, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა, ზახაროვამ უპასუხა : „რაც შეეხება ბურთებს, ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ.“

მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა შესთავაზა. მისი განცხადებით, ალიანსმა რუსეთს შეხვედრის წინადადებით ერთ წელზე მეტი ხნის მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. „ჩვენ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი, რომელიც ნატო-სა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებს ეხება”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა