მედიაში გენდერული სტერეოტიპების შესაცვლელად ტრენინგები გაიმართა

გენდერული სტერეოტიპების შესამცირებლად, მედიაორგანიზაციებში ქალი ჟურნალისტების გასაძლიერებლად და მედია მრავალფეროვნების მხარდასაჭრად ილია ჭავჭავაძის ცენტრში რვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნვიერსიტეტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და სხვ.) ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები იღებდნენ.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიაფსიქოლოგი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მარინა გოქსაძე.

,,აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას: როგორ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში)?; როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?; როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები? ; გენდერული თანასწორობა - ისტორია, კანონმდებლობა, გამოწვევები; რა უნდა ვიცოდეთ სენსიტიური გაშუქების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე?

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგები და დისკუსიები მედიამენეჯერებთან ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში