გივი მიქანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიიწვევენ

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ინიციატივით, კომისიის სამუშაო შეხვედრაზე მიიწვევენ 4 საარჩევნო უბნის, ასევე ამავე უბნების ოლქების თავმჯდომერეებს, ცესკოს თავმჯდომარეს და იმ 4 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც არჩევნებზე ყველაზე ფართო მონიტორინგი ჩაატარეს.

როგორც კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, 14 ივნისს კომისიის მომდევნო შეხვედრაზე ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და ვაკის ოლქის წარმომადგენლებს მიიწვევენ.

ამასთან, მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტს მიმართავენ განცხადებით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს.

„შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი კომპონენტები, რომ სხვა ადამიანების მოწვევაც იყოს საჭირო. თავდაპირველად 4 უბნის კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, რეგისტრატორები გამოიკვეთა, ეს უბნები რომელ ოლქებშიც შედიან, იმ ოლქის თავმჯდომარეები, ასევე, ცესკო-ს თავმჯდომარე და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნება, რომ ჩვენ მოვიწვიოთ იმ 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთაც ჰქონდათ ყველაზე დიდი მონიტორინგის მისია ამ არჩევნების დროს და რომელთა საჩივრების კომპონენტი ჩვენ გამოვიყენეთ მეთოდოლოგიის დროს, როდესაც შევარჩიეთ უბნები. ამიტომ, ლოგიკური მგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ მოწვევა და მათ განახორცილონ თვითონ იდენტიფიცირება თავისი ორგანიზაციის იმ წარმომადგენლის, ვისაც ყველაზე მეტად შეუძლია კომპეტენტური პასუხები გასცეს კომისიის შეკითხვებს არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა