სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული ვაქცინის -„სპუტნიკის“ - გამოყენება დაიწყეს.

ევროპული მედიკამენტების სააგენტოს რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, მიუხედავად ამისა, სლოვაკეთმა ვაქცინა 26 მაისს დაამტკიცა.

მოსახლეობას ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციის გავლა 1 ივნისად შეეძლო. ქვეყანას „სპუტნიკის“ 200 000 დოზა აქვს, თუმცა აღნიშნული ვაქცინით აცრის სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ 5 000-მა მოქალაქემ გამოთქვა.

დღემდე სლოვაკეთში მოსახლეობის ვაქცინაცია „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობდა. სლოვაკეთის 5.4 მილიონი მცხოვრებიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზა 1.8 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი - 950 000 მოქალაქეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა