მამუკა მდინარაძე - ვაშაძეს ტყუილების გამოაშკარავების გამო საათი რომ გადავეცი, ის დებატი არ იყო? თუ რინგი ეგონა?

ტყუილების გამო საათი რომ გადავეცი ვაშაძეს, ის დებატი არ იყო? თუ რინგი ეგონა?! - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ბიუროზე გაკეთებულ განცხადებას დებატებთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ის ბიუროს სხდომას შეხვედრების გამო ვერ დაესწრო და ამიტომ მედიის საშუალებით პასუხობს ვაშაძეს.

"ვაშაძეს, დამდეთ პატივი და ჟურნალისტებმა გადაეცით, მისი ტყუილების გამოაშკარავების გამო საათი რომ გადავეცი, ის დებატი არ იყო? დებატებში არ ჯდებით 2016 წლის მერეო, რომ ამბობს თუ რინგი ეგონა?! შეიძლება რინგი ეგონა, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა იქ, რომ ვერ აღიქვა დებატებად, ეს მიიღოს ჩემს პასუხად", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო დებატებში გამოიწვია, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ 2016 წლის შემდეგ მმართველი პარტია ოპონენტებთან დებატებს ემალებოდა და კარგია, რომ ახლა გადაწყვიტეს დებატებში მონაწილეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა