ფილიპ რიკერი - მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ ამომრჩევლები

ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს მტკიცე პარტნიორად რჩება.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტის რანგში, პირველად განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის გარეთ. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ანუ მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში, შემდგომ არის ნატო-ს სამიტი ბრიუსელში, შემდეგ კი გაემგზავრება ჟენევაში. პრეზიდენტმა ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე. მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია. მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მტკიცე პარტნიორად.

საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას“, - განაცხადა რიკერმა.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე დასმულ კითხვას, რიკერის თქმით, აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას.

„რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას. მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როცა საქმე ეხებოდა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც დასრულდა ამ პოლიტიკური ჩიხიდან ახალი გზის პოვნით. ახლა საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავისი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე პარტიებმა უნდა იმუშაონ, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის 3 ძირითადი კომპონენტი: ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც არის პრობლემატური თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს და მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, შემდეგომ განხორციელება და შემდეგი საკითხებია საარჩევნო და სასამართლო რეფორმები“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა