ანონსი 8 ივნისი

8 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7

8 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშს წარუდგენს.

მის: ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი)

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

8 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისაღებში უფლებადამცველი, პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე პერფორმანსს გამართავს.

მის.: გორგასლის ქუჩა N24.

საკონტაქტო: 557 54 06 54

8 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

8 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა გაიმართება.

მის: სიონის ქ.8.

საკონტაქტო: თიკა წერეთელი: 595003680

8 ივნისს, 14:00 საათზე, ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი ექთნის - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: 599 72 65 65

8 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

8 ივნისს, 16:00 საათზე ქუთაისში, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებთან ერთად გამართავს დისკუსაის თემაზე: ფსიქიკური ჯანდაცვა საქართველოში - არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის/პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციები.

მის: რუსთაველის გამზირი #18

8 ივნისს, 17:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსადმთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. საზეიმო მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, მალხაზ აბდუშელიშვილის ქ.1.

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი - 593260609

8 ივნისს 18:00 საათზე, მზიურის პარკში თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით, ასევე ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ პრეზენტაცია და ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: მზიურის პარკი (ამფითეატრი), ჭავჭავაძის გამზ. N23

საკონტაქტო : ეკატერინე მომცელიძე - 599 10 38 46

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო