Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 38.9 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად­ ვაქცინების 2.12 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 13.8%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 38.9 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი 763 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 301 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 269 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 231 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზეა, სადაც ვაქცინაცის ორივე დოზა მოსახლეობის 66.7%-მა მიიღო. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 20.8%, აშშ-ში კი - 41.9%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს