ჯანმო - შეზღუდვების სწრაფ მოხსნას ექნება კატასტროფული შედეგები მათთვის, ვინც ჯერ არ აცრილა

შეზღუდვების სწრაფ მოხსნას, რომლებიც შემოღებულია კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, ჰქონდეს კატასტროფული შედეგები აუცრელი ადამიანებისთვის კოვიდ-19-ის ახალი შტამების გავრცელების გამო. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„გაზრდილი გლობალური გადადების ვარიანტის არსებობის პირობებში, რომლებიც იწვევენ შეშფოთებას, მათ შორის, ვარიანტი „დელტა“, შეზღუდვების სწრაფ მოხსნას ექნება კატასტროფული შედეგები მათთვის, ვინც ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრილა“ , - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, კოვიდის საწინააღმეგო ვაქცინების არამართლზომიერი გადანაწილება, საშუალებას აძლევს ვირუსს გავრცელდეს, რითაც ზრდის იმის ალბათობას, რომ კორონავირუსის ვარიანტები გაჩნდეს, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა