ხატია დეკანოიძე - ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ არჩევნებამდე

ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობას ვიწყებთ - ჩვენ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასა და სტრატეგიაზე განცხადებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.

„ჩვენ ხვალ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა.

ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“.

მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა